Tuesday, March 19, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: A  garden



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნოს  ამ თემისთვის დამახასიათებელ  სიტყვებს  ინგლისურ ენაზე, დაისწავლონ და გამოიყენონ საუბარში.

პროექტის აქტუალობა: განუვითაროს მოსწავლეებს ისევე როგორც ზეპირმეტყველების, ასევე ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარს.

პროექტის მიზნები: თემასთან დაკავშირებული სიტყვებით შეძლონ გრამატიკულად სწორი წინადადებების აგება და გამოყენება.

მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები  ერთობლივად დაამზადებენ   პოსტერს, რომელზეც ასახულლი იქნება ბაღი, ისინი ნაცნობი სიტყვების გამოყენებით ისაუბრებენ სურათის ორგვლივ და გამოუმუშავდებათ ჯგუფური და  ინდივიდუალური მუშაობის უნარი.




პროექტის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, წებო,  მაკრატელი.

პროექტის მსვლელობა:

1.     ინდივიდუალური სამუშაოს მიცემა: (დახატონ -ყვავილები, ჩიტები, გუბურა, ხეები, ვაშლი, ლიმონი, ლობიო, საზამთრო, ნესვი, ბანანი, თევზი, ბაყაყი, მზე, ცა და ა.შ.)

2.     ჯგუფური  სამუშაოს მიცემა: (ინდივიდუალურად დახატული თემატური   ნახატები ამოჭრან და დააწებონ თაბახის ფურცელზე. თითოეულ ნახატს მიუწერონ სესაბამისი ინფორმაცია.)

3. პროექტის პრეზენტაცია. (ჯგუფიდან ერთი წარმოადგენს პოსტერს და წაიკითხავს  თითოეულ ინფორმაციას.)

4. პროექტის შეფასება.

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
ჯგუფური მუშაობა

აქტიურად არის ჩართული
ცდილობს მეტნაკლებად  ჩაერთოს
არ ერთვება
პრეზენტაცია
სიტყვებს წარმოთქვამს სწორად და წინადადებები აქვს გრამატიკულად გამართული.
უჭირს სიტყვების სწორად წარმოთქმა, უშვებს გრამატიკულ შეცდომებს.
ვერ ახერხებს სიტყვების დამახსოვრებას, უჭირს წერა-კითხვა.

საგანთან კავშირი: ბუნებისმეტყველება

პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ხავთასი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Irinakhavtasi5@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irinakhavtasi.blogspot.com